пятница, 18 июня 2010 г.

ოჯახში მოხმარებული ენერგიის ხარჯი და დაზოგვის გზები

1. პროექტის სახელი: ოჯახში მოხმარებული ენერგიის ხარჯი და დაზოგვის გზები

2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები და მასწავლებელი დააკვირდებიან და მოიძიებენ მასალას ოჯახში მოხმარებული ენერგიის შესახებ.

3. პროექტის სრული აღწერა: ოჯახში გვიწევს სხვადასხვა სახის ენერგიის მოხმარება. ენერგიის ზოგიერთ სახეს ვიყენებთ უფრო ინტესიურად, ვიდრე მეორე სახის ენერგიას. ჩვენი პროექტის შექმნა გამოწვეულია იმით, რომ განვსაზღვროთ პრიორიტეტული ენერგია ეკონომიკური თვალსაზრისით.ამისათვის უნდა გამოვიანგარიშოთ მთელი თვის განმავლობაში მოხმარებული ენერგიის ხარჯი და მოვიძიოთ მათი დაზოგვის გზები. მუშაობის პერიოდში გამოითვლიან ერთი თვის განმავლობაში მოხმარებულ ენერგიის ღირებულებას. ამისათვის ჩამოთვლიან ენერგიის მოხმარებელ ხელსაწყოებს, რამდენ საათს მუშაობს ხელსაწყოები დღე–ღამის განმავლობაში, შემდეგ თვის განმავლობაშიდა გამოითვლიან ენერგიის ღირებულებას მთელი თვის განმავლობაში.დაადგენენ რა ენერგიის ღირებულებას წარმოადგენენ სვეტოვანი დიაგრამის სახით. ენერგიის დაზოგვის გზების მოსაძიებლად ინფორმაციას გააცნობენ ოჯახის წევრებსაც, რომ შეამცირონ ენერგიის ხარჯი მაგალითად: გამორთონ ნათურები თუ საჭირო არ არის, გამოიყენონ ეკონომიური ნათურები.ელექტრული ხელსაწყოები მაქსიმალურ ენერგიას მოიხმარენ ჩართვა გამორთვის მომენტში, ამიტომ თუ გვინდა გავაგრძელოთ მუშაობა არ უნდა გამოვრთოთ, ტელევიზორი მაშინაც ხარჯავს ენერგიას როცა ის გამორთულია დისტანციური ჩამრთველით, ამიტომ მთლიანად გამორთვისათვის გამოიყენონ ტელევიზორის ჩამრთველი.შეზღუდონ ცხელი წყლის მოხმარება, დაამონტაჟონ წყლის გასათბობად მზის კოლექტორები, შეაკეთონ დაზიანებული ონკანები, შეამცირონ წყლის ნაკადი, იზრუნონ ზამთარში თბოიზოლაციაზე,ფანჯრებზე დაკიდონ სქელი ფარდები, იატაკზე დააგონ ხალიჩები, საკვების მომსადებისას ადუღების შემდეგ დაუწიონ ალს, გაითვალისწინონ,რომ მუქი ფერის კედლები შთანთქავენ სინათლეს ღია ფერის კი აირეკლავს

4. მონაწილეთა ასაკი 15–16 წელი.

5. ვადები ორი თვე.

6. პროექტის შესაძლო აქტივობები: დაკვირვების, აღწერის, ანალიზი და დასკვნის გამოტანა.

7. მოსალოდნელი შედეგი :მოსწავლეები ისწავლიან მონაცემთა წარმოდგენას ცხრილების დიაგრამების სახით,ენერგიის დაზოგვის გზებს, რის საფუძველზეც გაკეთდება ეკონომია გაიზრდება ,ოჯახის ბიუჯეტი.

8. სარგებელი სხვისთვის მიეჩვევიან და სხვასაც ასწავლიან ენერგიის დაზოგვას და შესაბამისად დაიზოგება ენერგია ქვეყნის მასშტაბით.

9. სამუშაო ენა: ქართული

10. საგნებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია.

11. პროექტის ფასილიტატორი:მზაღო საყურაშვილი

12. პროექტის ფასილიტატორის ელექტრონული ფოსტა